ლანჩხუთის მერიის ინფორმაციით, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების გამო სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს მუშაობა არ შეუჩერებიათ.
მერის, ალექსანდრე სარიშვილის თქმით, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის გახორციელება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს და ქვეყანაში ამჟამად არსებული მდგომარეობა გათვალისწინებულ ვადებში მათ დასრულებას ხელს არ შეუშლის.