საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ისეთი პაციენტები, რომელთაც ექნებათ კორონავირუსის მსუბუქი გამოვლინება, ოჯახის ექიმის მომსახურებას სახლში მიიღებენ.
„კორონავირუსის სახლში მართვა გულისხმობს იმას, რომ თქვენ იცით, 80-დან 82 პროცენტამდე ვირუსის მიმდინარეობა არის მსუბუქი და ისეთი პაციენტები, რომელთაც ექნებათ მსუბუქი გამოვლინება, ოჯახის ექიმის მომსახურებას მიიღებენ სახლში“, – განაცხადა მინისტრმა თავის გამოსვლის დროს.
“გურია ნიუსი“ დაინტერესდა როდის მოხდება ოჯახის ექიმების გადამზადება. სამინისტროს პრესსამსახურში გაგვიცხადეს, რომ ექიმების გადამზადება უკვე დაწყებულია.
“ყველა პროცესი მიმდინარეობს იმისთვის, რომ ეფექტურად და ოპერატიულად მოხდეს მოქალაქეებისთვის დახმარება. ოჯახის ექიმების ერთი ნაწილი გადამზადებულია და ასევე გადამზადება დარჩენილი ნაწილი“ – გვითხრეს პრესსამსახურში.