სოციალურ ქსელში ოზურგეთელმა ამირან მეგრელიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის შეძლებისდაგვარად დაეხმარება იმ ადამიანებს, რომლებიც თვითიზოლაციაში არიან.
“შეძლებისდაგვარად შემიძლია დავეხმარო ადამიანებს. თუ ოზურგეთში ვინმე თვითიზოლაციაში და ვერ ახერხეს სახლში ბავშვების საკვებით ან პირველადი საჭირო ნივთებით უზრუნველყოფას შეგიძლიათ დამიკავშირდეთ,“ – წერს სოციალურ ქსელში ამირან მეგრელიძე.