ფოთი-თბილისის მიმართულებით მოძრავ სატვირთო მატარებლის ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა ზესტაფონში მოხდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ სრულად დაიწვა ერთი ვაგონი.
ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო.