პარლამენტის შენობაში შესვლამდე ყველა პირს, მათ შორის დეპუტატებსა და აპარატის თანამშრომლებს სიცხეს უზომავენენ. როგორც imedinews-ს პარლამენტში განუცხადეს, ეს პრევენციულ ზომების ნაწილია.
გარდა ამისა, პარლამენტის თანამშრომლებმა sms შეტყობინებებიც მიიღეს. „ძვირფასო აპარატის თანამშრომლებო, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად მის წინააღმდეგ ერთიანი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს პარლამენტის სასახლეში შემოსვლა განხორციელდება მხოლოდ C-კორპუსის ზედა შემოსასვლელიდან. შემოსვლისას დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მეშვეობით განხორციელდება სპეციალური სიცხის საზომი მოწყობილობის საშუალებით თქვენი შემოწმება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული გარემოება“, – წერია შეტყობინებაში.