საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 21 მარტიდან საქართველოში ვერცერთი უცხოური ავიაკომპანია მგზავრს ვერ შემოიყვანს.
„ხვალიდან სრულად წყდება საჰაერო მიმოსვლა და განხორციელდება მხოლოდ ის ფრენები, რომელიც ხორციელდება საქართველოს ავიახაზების მიერ და არის დაკოორდინებული საქართველოს მთავრობის მიერ“, – განმარტა მთარობის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისივე განმარტებით, სასაზღვრე სივრცეებთან მოეწყობა საკარანტინე ადგილები და საქართველოში შემომსვლელი ყველა ადამიანი ორ კვირიან კარანტინში მოხვდება.