CNN-ის ინფორმაციით, ტრამპმა განაცხადა, რომ “FDA”-იმ უკვე დაიწყო სწრაფი ტემპით COVID-19 ის საწინააღმდეგო მედიკამენტის შექმნა, თუმცა, დადებითი შედეგის მიღწევას, შესაძლოა, რამდენიმე თვე დასჭირდეს. პრეზიდენტი დონალდ ტრამპის განცხადებით, „Hydroxychloroquine” რომელიც გამოიყნება მალარიის წინააღმდეგ, შესაძლოა, გახდეს გამოსავალი “COVID-19”-თან ბრძოლაში.
„ეს მედიკამენტი დიდი ხნის წინ შეიქმნა, ამიტომ თუ ყველაფერი ისე არ განვითარდა, როგორც დავგეგმეთ, ზუსტად მაინც გვეცოდინება, რომ ეს წამალი არავის მოკლავს“, _ უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტის კითხვას.
ტრამპის თქმით, “უნდა მოვხსნათ ყველანაირი ბარიერი, რომელიც ხელს შეუშლის მედიკამენტის შექმნას, ამით ჩვენ დავაჩქარებთ პროცესებს და მინდა გითხრათ, რომ გვაქვს კარგი შედეგები“.
დონალდ ტრამპის სიტყვებს გამოეხმაურა “FDA”-ის კომისარი, რომელმაც განაცხადა: “FDA-ის მთავარი მიზანია ამ პრობლემიდან ეფექტური გამოსავალის პოვნა, თუმცა, მინდა ყველასთვის ნათელი იყოს ის, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა ამერიკელი ადამიანების უსაფრთხოება, ჩვენ უნდა ვიპოვოთ სწორი მედიკამენტი სწორი პაციენტისთვის სწორი დოზით. ჩვენ შეიძლება გვქონდეს სწორი მედიკამენტი, თუმცა, ჯერ არ გვაქვს შესაბამისი დოზები, ამ ყველაფერმა შეიძლება უფრო მეტი ზიანი მოუტანოს ადამიანს.“
Hydroxychloroquine“ არის მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება მალარიის წინააღმდეგ. ექიმები ჩინეთიდან და ამერიკიდან აქტიურად ეძებენ წამლის ისეთ აქტივობებს, რომლებიც შეიძლება COVID-19 ის წინააღმდეგ გამოიყენონ, თუმცა, ამას შესაძოლა 12 თვე დასჭირდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მედიკამენტის დადებითი მოქმედება ჯერ არ გამოვლენილა COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებში. მედიკამენტი უსაფრთხოა, თუმცა, შესაძლოა ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, როგორებიცაა: თავის ტკივილები, გულის რევა, მხედველობის დაქვეითება და სხვა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლმა ექიმმა ჟანეტ დიაზმა განაცხადა, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ეს წამალი ეფექტურია, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მედიკამენტი უიმედოა. ცდები უნდა ჩატარდეს ეთიკურად გამართულ კლინიკებში, რათა მოხდეს ამ წამლის ეფექტურობისა და უსაფრთხოების დადგენა“.
CNN ის სამედიცინო სამსახურის უფროსის ექიმი სანჯაი გუპტას განცხადებით, ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ ტყუილი იმედები, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ცდილობს დახმარებას, მათ შორის, პოლიტიკოსებიც, თუმცა, აუცილებელია რეალობის გაცნობიერება.