“ჩვენ საგანგებო მდგომარეობამდე დაგვრჩა ერთი ნაბიჯი”, _ ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
ხუნდაძის თქმით, საქართველო ახლა შედის პრეკრიზისულ ფაზაში, რომელიც, დაახლოებით, 1-2 კვირა გაგრძელდება.
“ჩვენ საგანგებო მდგომარეობამდე დაგვრჩა ერთი ნაბიჯი. დღეს განვიხილავთ ამ ვითარებას, შევაფასებთ ეპიდსიტუაციას საქართველოში და ზოგადად, მსოფლიოში. ჩვენ ევროპასთან შედარებით მოვიგეთ 3 კვირა. ჩვენ პირველი, შეკავების ფაზა წარმატებულად გავიარეთ. ახლა შევდივართ პრეკრიზისულ ფაზაში, რომელიც, დაახლოებით, 1-2 კვირა გაგრძელდება და მოჰყვება კრიზისული ფაზა, როცა იქნება გავრცელების მოჭარბებული შემთხვევები. სწორედ ამას ვეძახი უფრო რთულ ვითარებაში გადასვლას”, – ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.