ღვთისმშობლის მიძინების ოზურგეთის საკათედრო ტაძარში, დღეს, დილით ჩვეულებრივად გაიმართა საკვირაო-წირვა ლოცვა.
ტაძარში მრევლი საკმაოდ იყო.
ისინი ცდილობდნენ, რომ დისტანცირებული ყოფილიყვნენ ერთმანეთისგან, თუმცა შემდეგ, როცა მრევლი თანდათან მიემატა, დისტანცია უკვე აღარ იგრძნობოდა.
წირვა აღავლინა მამა ზაქარიამ.
მრევლთაგან ერთ-ერთმა ქალბატონმა ლამზირა ხუხუნაიშვილმა „გურია ნიუსთან“ ასეთი კომენტარი გააკეთა:
_ მე დღეს აუცილებლად უნდა ვეზიარო. აქ იმიტომ მოვედი, რომ ეკლესიაში უნდა შევიდე და ყველანაირი წესი შევასრულო. ჩვენს მართლმადიდებლურ ეკლესიას ებრძვიან, რაც ჩემთვის მიუღებელია, _ გვითხრა მან.