საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ ერთადერთი სახლი, რომელიც საქართველოში აქვს ემიგრანტების კარანტინისთვის გადასცა და ივანიშვილს მოუწოდებს, რომ პარაგრაფის სასტუმრო ურეკში ემიგრანტების მისაღებ საკარანტინო ცენტრად გადააკეთოს.
„ჩემი ერთადერთი სახლი, რომელიც მაქვს საქართველოში გადავეცი ემიგრანტებისთვის, კარანტინისთვის, ისევე როგორც სანდრამ გადასცა თავისი სარეაბილიტაციო ცენტრი.
მე მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს გააკეთოს ის, რაც გააკეთა ესპანეთში მთავრობამ – სასტუმროები და ტურისტული ობიექტები გადააკეთა საავადმყოფოდ.
გადააკეთოს თავისი მფლობელობაში მყოფი პარაგრაფის სასტუმრო ურეკში ემიგრანტების მისაღებ საკარანტინო ცენტრად, რათა აღარ იყოს საუბარი იმაზე, რომ დაბრუნებულ ქართველებს ვერსად ვერ ათავსებენ“,_ ამბობს სააკაშვილი.