თვალის ჩაპაჭუნება არც ჯუდ ლოუს მოუგონია “ახალგაზრდა პაპში”, და არც პრემიერ გახარიას, ის ექსკლუზიურად გურულებს ეკუთვნის, _ ამის შესახებ დეკანოზმა თეიმურაზ კალანდაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.
“ჭყინტი ყველის ჭამა მიყვარს
კბილის გაკრაჭუნებაო,
ლამაზ გოგოს კოცნა მიყვარს
თვალის ჩაპაჭუნებაო….”.
მეგობრებო,
რადგან ხელის ჩამორთმევით მისალმება აგვეკრძალა, გთავაზობთ გურულ მისალმებას:
დიახ! თვალის ჩაპაჭუნება არც ჯუდ ლოუს მოუგონია “ახალგაზრდა პაპში”, და არც პრემიერ გახარიას, ის ექსკლუზიურად გურულებს ეკუთვნის.
და მეც, როგორც ერთი რიგითი გურული, ვაცხადებ კონკურსს საუკეთესო თვალის ჩაკვრაზე. რა თქმა უნდა, მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ყველამ.
მაშ, მოდით, მეგობრებო ვუპაჭუნოთ ერთმანეთს სიყვარულით თვალები კორონა ვირუსის გულის გასახეთქად!”