ამ დროის მონაცემებით, ხობის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში სულ 36 პირი იმყოფება,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” ხობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა განუცხადა.
შორენა საბახტარაშვილის თქმით, რაც შეეხება საკარანტინო ზონაში მყოფთა რიცხვს,20-ია. ისინი საზღვრის გადმოკვეთისთანავე გადაიყვანეს საკარანტინო ზონაში.
შეგახსენებთ, ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 73-ია, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 10.
კარანტინის რეჟიმში – 4055 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.
შენიშვნა: ფოტო ეკუთვნის khobi.infos -ს.