ჩემი შვილი დამოუკიდებელი პიროვნებაა და თვითონ გადაწყვეტს როდის გაეწეროს. უჯერებს ექიმებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
ამირან გამყრელიძის თქმით მისი შვლის, ნიკა გამყრელიძის კლინიკური მდგომარეობა ნორმალულია.
„ჩემი შვილი კლინიკურად ნორმალურად არის. გაუვიდა ორი კვირა და ცოტა მეტიც, მაგრამ მე ცოტა ზედმეტ გადაზღვევას ვაკეთებ. იცავს ყველა იმ წესს, რაც აუცილებელია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.