“კორონავირუსით ინფიცირებულთა უმაღლეს რიცხვს აპრილის პირველ კვირაში ვვარაუდობთ” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით კარანტინში მყოფი მოქალაქეების უმეტესთა ორკვირიანი ვადა აპრილის პირველ კვირაში გადის და სწორედ ამ დროს ელოდება ჯანდაცვის სისტემა ინფიცირებულთა პიკურ რიცხვს.
„იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ დღესდღეობით კარანტინის სივრცეებში გვყავს 4500 ადამიანი და იმ სტატისტიკით, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით და გყავს უკვე სტაციონარში პაციენტები, რომლებიც დადასტურებული ქოვიდით არიან, ეს პაციენტების სწორედ კარანტინის ზონიდან გადმოდიან სტაციონარში. ეს გვაძლევს ჩვენ იმის საფუძველს, რომ გარკვეული პიკის რიცხვი და ასევე გამოვლენის რიცხვი ვივარაუდოთ. ჩვენს კარანტინში მყოფი პირების ორკვირიანი პერიოდი გადის სწორედაც რომ აპრილის პირველ კვირაში და შესაბამისად მათი მოცულობიდან გამომდინარე ყველაზე დიდი მოლოდინი, რომ გამოგვივლინდეს უმაღლესი რიცხვი, რასაც ველოდებით არის აპრილის პირველი კვირა.“ – განაცხადა ტიკარაძემ.