გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული 29-30 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თბილი ამინდი იქნება.
“26-28 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნებული იქნება შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25, სანაპირო რაიონებში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +14, +19 გრადუსი დაფიქსირდება.
29-30 მარტს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.ქ. თბილისში 26-28 მარტს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 29-30 მარტს კი გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა +16, +18 გრადუსი იქნება”, _ აღნიშნულია ინფორმაციაში.