ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა „ფეისბუქზე“ დამოკიდებული ადამიანი, ჰეროინზე დამოკიდებულ ნარკომანს გაუთანაბრეს.
მკვლევარებმა მიჩიგანის უნივერსიტეტიდან ჩაატარეს ექსპერიმენტი, რის მიხედვითაც დადგინდა, რომ „ფეისბუქის” მომხმარებელთა უმეტესობას მძიმე ფსიქიკური დამოკიდებულება აღენიშნებათ.
ექსპერიმენტი ჩატარდა 71 ადამიანზე.
“ნარკომანები ვერ აცნობიერებენ წარსულ შეცდომებს. მიუხედავად იმისა იციან, რომ მძიმე შედეგები მოყვება, მაინც აგრძელებენ ნარკოტიკის მიღებას. ამ მხრივ ნარკომანები და სოციალური ქსელის მომხმარებლები ძალზე გვანან ერთმანეთს,” – აღნიშნა დოქტორმა დარ მეშმა.