ლანჩხუთში სოფლების მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
„არცერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გადაადგილდება დეზინფექციის გარეშე (ყველას აქვს მითითება აღნიშნულზე). გთხოვთ, დავიცვათ დისტანცია მგზავრობის დროს. დავრჩეთ სახლში და მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გამოვიდეთ სახლებიდან“, _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მერიის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი მაკა სულაბერიძე.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, ლანჩხუთში სატრანსპორტო შიდა მიმოსვლა შეჩერებულად 18 მარტიდან იყო გამოცხადებული, რამაც გარკვეული უხერხულბები გააჩინა, როგორც მძღოლების, ისე მგზავრების მხრიდან: „სოფლიდან ადამიანი როგორ ჩამოვიდეს სამარშრუტო ავტობუსმა თუ არ იმოძრავა?! მე შენ გეტყვი, ახლა იმისთანა სოფლები გვაქვს, რომ ყველაფერი აქვთ იქ მაცხოვრებლებს. არ არის დახურული საავადმყოფოები, აფთიაქები, პურის საცხობები და ამ დაწესებულებებში როგორ მივიდნენ დასაქმებულები და მომხმარებლები?!“