„დიდი ოცეულის“ ქვეყნები მსოფლიო ეკონომიკაში კორონავირუსის პანდემიის შედეგების გადასალახად 5 ტრილიონ დოლარს გაიღებენ. ამის შესახებ ნათქვამია „დიდი ოცეულის“ სამიტის განცხადებაში. ასევე განცხადებაში აღნიშნულია, რომ „დიდი ოცეულის“ ქვეყნების ლიდერები ვალდებულებას იღებენ, რომ ყველა არსებული პოლიტიკური ინსტრუმენტი გამოიყენონ, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური ზიანი.
ამჟამად სწრაფ და მტკიცე ზომებს ვიღებთჩვენი ეკონომიკების მხარდასაჭერად. 5 ტრილიონ დოლარზე მეტს ვდებთ მსოფლიო ეკონომიკაში მიზნობრივი ფისკალური პოლიტიკის, ეკონომიკური ზომებისა და გარანტიების ფარგლებში, რათა გადავლახოთ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სოციალური, ეკონომიკური და ფინანსური შედეგები“, – ნათქვამია დიდი ოცეულის მიერ გავრცელებულ განცხადებაში