საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, რომელიც სხვა აკრძალვებთან ერთად ათზე მეტი ადამიანის შეკრებასაც ზღუდავს, ეკლესია-მონასტრებში წირვა-ლოცვა სოციალური დისტანციის დაცვით უნდა წარიმართოს. ზოგ ტაძარში მრევლისთვის განკუთვნილი ადგილი მონიშნულია.
წესების სრული დაცვით აღევლინება საკვირაო წირვა ჩოხატაურის წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის ტაძარში.