ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსისგან კიდევ 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა და ისინი ინფექციურ საავადმყოფოს დღეს დატოვებენ.
„დილის მონაცემებით, ქვეყანაში 90 დადასტურებული შემთხვევაა. გუშინ გამოვლენილი ექვსი შემთხვევიდან ჩვენთან არც ერთი არ იმყოფება. გუშინ ჩვენთან 14 ტესტირება გაკეთდა, ყველას პასუხი იყო უარყოფითი. 2 პაციენტთან განმეორებითი ტესტირება უარყოფითია და ისინი დღეს დატოვებენ კლინიკას, შესაბამისად 18-ს მიაღწევს გამოჯანმრთელებულთა რიცხვი, აქედან 17 ჩვენთან გადიოდა მკურნალობას. გაგიხარდებათ, რომ ამ 17-დან ორი ბავშვია. შესაბამისად, ჩვენთან მხოლოდ 3 არასრულწლოვანი დარჩება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.