ბევრად მეტი სიმკაცრეა საჭირო, რომ არ მივიდეთ იმ სავალალო სიტუაციამდე, რაც მოხდა იტალიაში და ესპანეთში – ამის შესახებ განცხადება, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა მაია ზალდასტანიშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ხელისუფლების მიერ კიდევ უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესებაა საჭირო.
„პიკს ველოდებით ჩვენ ამ კვირაში, შემდეგ კვირაში, დაახლოებით, ამ ორი კვირის მანძილზე ვარაუდი არის, რომ შემთხვევათა რაოდენობა და მომართვიანობა მოიმატებს, ვინაიდან ვერ იქნა რამოდენიმე ადამიანში მოძიებული პირველადი წყარო. ბევრად მეტი სიმკაცრეა საჭირო, რომ არ მივიდეთ იმ სავალალო სიტუაციამდე, რაც მოხდა იტალიაში და ესპანეთში. რაც მეტად დაიცავენ ადამიანები დევიზს – „დარჩი სახლში“, მით უკეთესია“, – განაცხადა მაია ზალდასტანიშვილმა.