საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ზრდა შემაშფოთებელია.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის ერთი სამედიცინო სექტორის წარმომადგენელია.
„გვაქვს შემთხვევა, როდესაც სამედიცინო სექტორის თანამშრომელია ინფიცირებული და ეს ფაქტი,სხვა მოცემულობასთან ერთად, გვაძლევს შემდგომი ნაბიჯების გამკაცრების შესაძლებლობას,“ – განაცხადა გახარიამ.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს გვაქვს 3 შემთხვევა, რომლის წარმომავლობასაც ვერ ვადგენთ.
„მოგეხსენებათ, როდესაც მსგავსი ინფიცირების პირველი შემთხვევა იყო მარნეულში, ჩვენ საგანგებო ღონისძიებები მივიღეთ და მარნეული და ბოლნისი გამოცხადდა საკარანტინო ზონად. დღეს გვაქვს სამი ასეთი შემთხვევა. სამწუხაროდ, ამასთან ერთად გვაქვს ერთი შემთხვევა, როდესაც სამედიცინო სექტორის თანამშრომელია ინფიცირებული და ეს ფაქტი, სხვა მოცემულობასთან ერთად, გვაძლევს შემდგომი ნაბიჯების გამკაცრების შესაძლებლობას,“ – განაცხადა პრემიერ- მინისტრმა.