გურიაში, თვითიზოლაციაში ამ დროისთვის არსებული მონაცემებით 69 ადამიანი იმყოფება. ამის შესახებ, გურიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, არჩილ მჟავიამ გვითხრა.
„64 ბენეფიციარია საიზოლაციო სივრცეში გურიაში. აქედან ჩოხატაურში 6, ოზურგეთში 29 და ლანჩხუთში 29“,_ ამბობს მჟავია.
როგორც „გურია ნიუსს“ არჩილ მჟავიამ განუცხადა, თვითიზოლაციიდან მოიხსნა 3 ადამიანი ჩოხატაურში, 1 ოზურგეთში და 8 ლანჩხუთში.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 100, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 18.
კარანტინის რეჟიმში – 4978 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 266.