შუახნის ქალბატონს, რომელიც გუშინ, აფხაზეთიდან გადმოიყვანეს, კორონავირუსი დაუდგინდა.
აღნიშნული ინფორმაცია “გურია ნიუსს” ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა ოდიშარიამ დაუდასტურა.
შეგახსენებთ, რომ ეს სამეგრელოში კორონავირუსის მეორე შემთხვევაა. პირველი ინფიცირებული 67 წლის მამაკაცია, რომელსაც კორონავირუსი 26 მარტს დაუდასტურდა.