სამტრედიაში დღეს თვითიზოლაციიდან 11 პირი გამოვიდა.
,,სამტრედიის მუნიციპალიტეტში კვლავ სიმშვიდე გვაქვს”, _ ,,გურია ნიუსთან” ასე აფასებს 2 აპრილის მდგომარეობით შექმნილ სიტუაციას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამტრედიის ცენტრის ხელმძღვანელი.
მარინა თევზაძის განმარტებით, დღეს თვითიზოლაციიდან თერთმეტი პირი გამოვიდა: ,,ეს ნიშნავს იმას, რომ მათ 14 დღის განმავლობაში ვირუსის არანაირი ნიშნები არ გამოვლენიათ. იყო 51 და თვითიზოლაციაში დარჩა 40 მოქალაქე. იმერეთის საკარანტინე სივრცეში ჩვენი მუნიციპალიტეტის 8 პირი რჩება, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობას ყოველდღიურად ვკითხულობთ და როგორც გვატყობინებენ, კარანტინში მყოფი სამტრედიელების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 6 აპრილამდე, თვითიზოლაციაში რჩება ავტობანზე დასაქმებული 20 მარნეულელი. ყველა მათგანზე მონიტორინგი ყოველდღიურად წარმოებს და ამ ეტაპზე ისინი თავს საუკეთესოდ გრძნობენ.”