ინგლისური დიეტა დაგეხმარებათ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დაიკლოთ კილოგრამები და ჩადგეთ სასურველ ფორმაში. დიეტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ექვსი დღე მიირთმევთ მითითებულ საკვებს, მეშვიდე დღე კი სვამთ მხოლოდ კეფირს.
პირველი კვება:
1 ცალი მოხარშული კვერცხი, 2 ტოსტის პური და 1 ჭიქა წვენი
ცოტაოდენი შვრიის ფაფა, ნატურალური წვენი
1 ჭიქა იოგურტი და ხილის სალათი
მეორე კვება:
ბოსტნეულის სალათი, შეგიძლიათ შეურიოთ ხილიც
მოხარშული მარცვლეული და ხილი (ვაშლი, მსხალი, ფორთოხალი)
მესამე კვება:
მოამზადეთ სტაფილოსა და კომბოსტოს სალათი ან ბოსტნეულის წვნიანი მარცვლეულთან ერთად.
შეგიძლიათ მიიღოთ გარგრის ჩირი
6 დღე იკვებეთ ამ საკვებით.
მეშვიდე დღეს კი მიირთვით მხოლოდ კეფირი.