მცირე დოზით ალკოჰოლი სასარგებლოა, მაგრამ დიდი რაოდენობით და სისტემატიურად მისი მიღება საზიანოა ჯანმრთელობისთვის.
არსებობს მოსაზრება რომ ძლიერი სასმელები უფრო მავნებელია, თუმცა ლუდის ხშირის სმაც მამაკაცებისათვის სახიფათო ყოფილა.
ქოლესტერინის გაზრდა: ესტროგენის მცირედ აწევაც კი, ხელს უწყობს ქოლესტერინის ზრდას მამაკაცებში. ესტროგენი ხელს უწყობს კარდიოვასკულური დაავადებების განვითარებას და გულის შეტევებს.
სიმსუქნე: ესტროგენი ხელს უშლის სხეულში ცხიმის თანაბრად გადანაწილებას. ამიტომ, ლუდით დიდი მუცელი შეიძლება მიიღოთ. გარდა ამისა, მამაკაცი მოშვებული კუნთების, დაღლილობის, ინტიმური პრობლემების, დიაბეტის რისკისა და სხვა პრობლემების წინაშე დგება.
პროსტატიტი: ადრე, თუ გვიან ესტროგენის ჭარბი რაოდენობა, ასევე მისი სიმწირე იწვევს პროსტატიტსაც.
ჰორმონალური ბალანსი: მამაკაცებს გულის არეში ეწყებათ შემაწუხებელი ტკივილი. ეს გამოწვეულია ესტროგენით, რომელიც ცხიმს იქ “აგზავნის, სადაც მოესურვება”.
გული: კაცის ორგანიზმი სუსტდება და მასთან ერთად გულიც. ესტროგენის დიდი რაოდენობა იწვევს მამაკაცთა გარდაცვალებას, რაც გამოწვეულია ძლიერი მიდრეკილებით ღრმა ვენების თრომბოზისადმი და შესაბამისად, გულის შეტევებიც გახშირებულია.