ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსი, შალვა გაბრიჩიძე „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ მისი სამსახურის თანამშრომლები უფრო მეტად ადამიანებს ინფორმაციას აწვდიან საყოველთაო კარანტინის შესახებ.
„ასევე ვაკონტროლებთ აგრარულ ბაზარში, სუპერმარკეტებში და ბანკებში, რამდენად იცავენ ადამიანები პრემიერ-მინისტრის გაცემულ ბრძანებას. ჩვენ ინფორმაციას ვაწვდით ადამიანებს,“ – გვითხრა შუქრი გაბრიჩიძემ.
„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მიუხედავად პოლიციის და ზედამხედველობის სამსახურის აქტიურობისა, ოზურგეთში დიდი სუპერმარკეტების მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხმრავლობაა.
„ამ კონკრეტულ ფაქტზე შემიძლია გითხრათ: ყველაფერი კეთდება, ვასრულებთ იმ რეკომენდაციებს, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს,“ _ აღნიშნა ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს შუქრი გაბრიჩიძემ.