კომენდანტის საათის ამოქმედებიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, დარღვევის გამო 410 ადამიანი დააჯარიმეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 2 აპრილის 21 საათიდან 3 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 189 მოქალაქე დააჯარიმეს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 1 აპრილის 21 საათიდან 2 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 204 მოქალაქე დააჯარიმეს.
კომენდანტის საათის ამოქმედების პირველ ღამეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 31 მარტის 21 საათიდან 1 აპრილის დილის 6 საათამდე დაწესებულ ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე საქართველოს მასშტაბით 17 მოქალაქე დააჯარიმეს.
კომენდანტის საათი ქვეყანაში 31 მარტის 21 საათიდან ამოქმედდა. მოქალაქეებს საღამოს 21 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩაში გადაადგილება ეკრძალებათ.