კორონავირუსის გამო ლუდი „კორონას“ წარმოება დროებით შეჩერდება. ამის შესახებ ინფორმაციას skynews-ი ავრცელებს.
კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ წარმოება დროებით 5 აპრილიდან შეჩერდება.
,,კომპანია ,,Grupo Modelo” კორონა ლუდის წარმოებას 5 აპრილიდან აჩერებს, რომლის ექსპორტი 180 ქვეყანაში ხორციელდება.
ჯგუფმა აღნიშნული გადაწყვეტილება, მას შემდეგ მიიღო, როცა მექსიკის მთავრობამ კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე ლუდსახარშის საქმიანობა არააუცილებელ საქმიანობად შეაფას”, – ნათქვამია განცხადებაში.
COVID-19 – ის ეპიდემიის გამო მექსიკის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და დროებით შეაჩერა არააუცილებელი საქმიანობის განხორციელება.
მექსიკაში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 1 510 შემთხვევა დაფიქსირდა, 50 ადამიანი კი გარდაიცვალა.