კორონავირუსით გარდაცვალებულთა რაოდენობა მთელს მსოფლიოში იზრდება, მაგრამ არის ერთი ქვეყანა, რომელმაც საოცრად აიცილა გარდაცვალების ფაქტები: საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, _ ამის შესახებ FOX NEWS-ი წერს.
გამოცემასთან ინტერვიუში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ამბობს, რომ ცხელი წერტილების ქვეყნებიდან მიმოსვლის აკრძალვების განხორციელება მნიშვნელოვანი იყო, სადაც ვირუსი მასშტაბურად გავრცელდა.
”ჩვენ მტკიცე გადაწყვეტილება უყოყმანოდ მივიღეთ. ჩვენ არა მხოლოდ დავიწყეთ ყველა ჩამოსვლის ტემპერატურის სკრინინგი, არამედ 28 იანვარს ჩვენ ავკრძალეთ ფრენები ყველა იმ ქვეყნიდან, სადაც ვირუსი მაშტაბურად გავრცელდა, რამაც გამოიწვია საერთაშორისო ფრენების სრული აკრძალვა. ასევე, ჩვენ მარტის შუა რიცხვებიდან დავხურეთ სკოლები და შევზღუდეთ საჯარო შეკრებები“ – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
სტატის ავტორი ჰოლი მაკეი წერს, რომ საქართველოში, 3 აპრილის მდგომარეობით, COVID-19-ით ინფიცირების 148 შემთხვევა დასტურდება, აქედან 27 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გასაოცარი შედეგია, რომ არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა.
,,ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოავლინა, აზერბაიჯანის საზღვართან, როცა საქართველოს მოქალაქე ირანიდან ბრუნდებოდა.
”ჩვენ ადრეული ნიშნები დავინახეთ და მათზე დროულად ვიმოქმედეთ. ჩვენი პირველი ოფიციალური მოქმედება 22 იანვარს მოხდა, როდესაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ქართველებს აფრთხილებდა, რომ უჰანში გამგზავრებისგან თავი შეეკავებინათ.
ჩვენ მაშინ ვამბობდით, რომ არსებობს მცირე, მაგრამ თეორიული შანსი, რომ ვირუსმა შესაძლოა მიაღწიოს საქართველომდე. რამდენიმე დღის შემდეგ, როგორც ყველამ იცის, ვითარება ვუჰანში როგორ ვითარდებოდა და 26 იანვარს დავიწყეთ ყველას შემოწმება, ვინც ჩინეთიდან მოემგზავრებოდა.
”ჩვენ შორს ვართ იმის თქმისგან, რომ ვირუსის გავრცელება შეჩერებულია, მაგრამ მაქსიმუმი გავაკეთეთ მრუდის სტაბილიზირებისთვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სიტუაცია სტაბილიზირებულია, მაგრამ არ შეგვიძლია გადაჭარბებული მოქმედება ან არაგონივრული ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ექსპერტებთან მუშაობას საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ლუგარის ცენტრში და სხვა საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციებთან, რათა განვსაზღვროთ, თუ როდის უნდა მოხდეს, საქართველოში შეზღუდვების მოხსნა. – აცხადებს გიორგი გახარია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, FOX NEWS-თან ინტერვიუში, ასევე ისაუბრა ეკონომიკურ პრობლემებზე რომელიც კორონავირუსის ეპიდემიას მოჰყვება.
,,სიკვდილობის ნულოვანი მაჩვენებლის მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა, რომელიც კლასიფიცირდება როგორც განვითარებადი თავისუფალი ბაზარი და დიდწილად ეყრდნობა კულტივირების და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების განვითარებას და მანგანუმის, სპილენძისა და ოქროს მოპოვებას გარდაუვალია მძიმე დარტყმას მიაყენებს.
”COVID-19 დატოვებს თავის უზარმაზარ ნიშანს ყოველდღიურობის გზაზე და ჩვენს სოციალურ ცხოვრებაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს უკიდურესად უარყოფით გავლენას მოახდენს მსოფლიო ეკონომიკაზე – ბაზრის ქცევა ამის აშკარა მაგალითია”, – თქვა გახარიამ.
კორონავირუსმა, რომელიც გასული წლის ბოლოს ჩინეთში, ვუჰანში იფეთქა, მსოფლიოში 1,1 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა და 55 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.