საფრანგეთში კაცმა სიგარეტის შეძენის მიზნით კარანტინი დაარღვია. მისი გადარჩენა კი მაშველებს მოუწიათ. მომხდარის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, კაცმა სიგარეტის იაფად შეძენის მიზნით ესპანეთის საზღვრის გადაკვეთა გადაწყვიტა.
ის მანქანით გადაადგილდებოდა, მაგრამ ბლოკპოსტის გამო, გადაწყვიტა საზღვარი ფეხით გადაეკვეთა. შედეგად მთის ფერდობზე დაიკარგა და მდინარეში ჩავარდა. კაცი საფრანგეთის სამაშველო სამსახურმა გადაარჩინა.
ის კარანტინის დარღვევის გამო 146 დოლარით დააჯარიმეს.