ვირუსთან ბრძოლაში იმუნიტეტი მთავარი არაა, თუმცა იმუნურ სისტემას დიდი მნიშვნელობა აქვს- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა.
ალექსანდრე გოგინავას თქმით, პაციენტის მდგომარეობის დამძიმება მხოლოდ იმუნიტეტზე არაა დამოკიდებული.
„ეს დამოკიდებულია ვირუსის რაოდენობაზე, რამდენად სწრაფად მრავლდება ვირუსი. ასევე რამდენად დაზიანებულია ქვემო სასუნთქი გზები ანუ ფილტვები. ძირითადად, ყველაზე ხშირი დამძიმება არის, როცა პნევმონია ყალიბდება. თუ ვირუსმა ქვემო სასუნთქ გზებამდე მიაღწია, ის მეტნაკლებად ყოველთვის საშუალო სიმძიმიდან მძიმედ მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ვისაც აქვს ასაკი და ფონური დაავადებები, უფრო ხშირად ურთულდებათ მდგომარეობა პნევმონიით. თუმცა ეს შეიძლება ახალგაზრდა ასაკშიც მოხდეს“- განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.