ჟურნალისტი და გიდი ზურა ბაუჟაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მის მიერ ნაპოვნი კოლხური ოქროს საყურე ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს გადასცა.
“სეირნობის დროს ვიპოვე ერთ ადგილას. მზეზე მიწიდან ამოშვერილი ნაწილი ელვარებდა და იმით. გაოცდებით და რვა თვის შემდეგ ისევ იმ ადგილას მოვხვდი და ამისი მეორე ცალი ვიპოვე.
არქეოლოგებმა ჩვენს წელთააღრიცხვამდე მეხუთე საუკუნით დაათარიღეს.
ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს გადავეცი. ნივთი ჯერჯერობით გამოფენილი, არ არის, რადგან შესწავლა-კონსერვაცია მიმდინარეობს. ძალიან დიდია და ეფექტური. საოცარად დახვეწილი ნახელავია. სანამ მუზეუმს გადავცემდი, სახლში ეს ფოტო გადავუღე.“- წერს ფეისბუქში ზურაბ ბაუჟაძე.