ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც დიდი ადამიანები მიდიან ამ ქვეყნიდან, _ წერს ლოტბარი გიორგი უშიკიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ჯემალ ნაკაშიძე, ბრწყინვალე ქართველი, გურული სიმღერის უბადლო მცოდნე და შემსრულებელი. ჩოხატაურლების ნამღერი გურული სიმღერა უნიკალურია. მარტო ბერძენიშვილები რომ გავიხსენოთ, მხოლოდ ეს იქნება საკმარისი უნიკალურობის დასადასტურებლად.
ჯემალი ბიძია რომ მირეკავდა, სულ ასე მეუბნებოდა _ ჯემალი ბიძია ვარ, ჩემო გიორგი.
ამ დიდი ხალხის გზის გამგრძელებელი იყო და აი, ისიც წავიდა ამ ქვეყნიდან. ძალიან დამწყდა გული. თან ვერ ჩავდივარ ამ სიტუაციის გამო. ვუსამძიმრებ ყველას, ჩოხატაურს, გურიას, მის მეგობრებს და ანსამბლის წევრებს. მადლობა ყველაფრისთვის ჩემო ჯემალი ბიძია, _ წერს გიორგი უშიკიშვილი.