იტალიელი ტენორი ანდრეა ბოჩელი აღდგომის დღესასწაულზე მილანის, ცარიელ საკათედრო ტაძარში კონცერტს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.
კონცერტი, სიყვარულს, იმედს და კორონა ვირუსისგან განკურნებას მიძღვნება.
ანდრეა ბოჩელისთან ერთად სააღდგომო კონცერტში მონაწილეობას მილანის საკათედრო ტაძრის მეარღნე ემანუელე ვიანელი მიიღებს. კონცერტის ტრანსლირება ანდრეა ბოჩელის www.youtube.com/andreabocelli არხზე 17:00სთ-ზე განხორციელდება.
„მე თანხმობით ვპასუხობ ქალაქ მილანისა და საკათედრო ტაძრის მოწვევას. ჩემთვის ეს დიდი პატივია. მე ერთობლივი ლოცვის ძალის მჯერა. ქრისტიანული აღდგომის მწამს. აღდგომა ხელმეორე დაბადების უნივერსალური სიმბოლოა, რაც ახლა ყველას სჭირდება, მიუხედავად იმისა ხართ თუ არა მორწმუნე“, _ განაცხადა ანდრეა ბოჩელიმ.
კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან იტალიაში სულ 17 127 ადამიანი გარდაიცვალა, 94 067ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 24 392 კი გამოჯანმრთელდა.