„ეს არის ვანის შემთხვევა და ძალიან ნაკლები კონტაქტები სამტრედიასთან”-ასე ეხმაურება იმერეთის რეგიონში ახალი კორონავირუსის დადებითი შემთხვევის დადასტურებას სამტრედიაში ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, მარინა თევზაძე:
,,როგორც მოგეხსენებათ, 1 აპრილს, სამტრედიაში ჯეოჰოსპიტალსის სამედიცინო ცენტრის ბაზაზე ცხელების ცენტრი გაიხსნა, სადაც ხდება სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ცხელით მიმდინარე დაავადებულების გადმოყვანა. ამ შემთხვევაშიც, 6 აპრილს ვანის მუნიციპალიტეტიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ სამტრედიის ცხელების ცენტრში გადმოიყვანეს პაციენტი, რომელიც განისაზღვრა, როგორც შესაძლო შემთხვევა. კლინიკური მონაცემებიდან გამომდინარე, პაციენტს აუღეს ნიმუში კორონავირუსზე, რომელიც გადაიგზავნა იმერეთის ზონალური სამმართველოს ლაბორატორიაში, სადაც დადასტურდა დადებითი შედეგით. ამის შემდეგ პაციენტი იმავე დღეს იქნა გადაყვანილი ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში. დაინფიცირებულზე მიმდინარეობს დაკვირვება და შესაბამისი მკურნალობა. რაც შეეხება კონტაქტებს, ყველა შემთხვევას იკვლევენ სამტრედიის და ვანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექიმი-ეპიდემიოლოგები.”
დაზუსტებული ინფორმაციით, 74 წლის ქალბატონს არ გააჩნია მოგზაურობის ისტორია. ის რუსთავში, დაახლოებით, 10 დღის წინ შვილის ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა.
ამავე თემაზე: