კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი გადავადდა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დისტანციურ სწავლების ერთ-ერთ საშუალებას ელექტრონულ ფორმატს განიხილავს, როგორც ალტერნატივას შექმნილ ვითარებაში სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვისთვის და აძლიერებს აღნიშნულ მიმართულებებს.
საქართველოს ყველა რაიონში შეიქმნა ვირტუალური საკონსულტაციო სივრცეები, რომლებშიც „ახალი სკოლის მოდელის“ მოხალისე ტექნოლოგიების ექსპერტები ტექნოლოგიების მიმართულებით სასკოლო საზოგადოებას დისტანციურ სწავლებაში ეხმარებიან.
ამ ეტაპზე “ახალი სკოლის მოდელში“ ჩართული ოთხი სკოლია: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძიმითის საჯარო სკოლა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სოფელ ნიგვზიანის და ჩიბათის საჯარო სკოლა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ზოტის საჯარო სკოლა.
ასევე ცნობილი ხდება “ახალი სკოლის მოდელის“ ექსპერტების ვინაობა, ესენია: ხათუნა რუსიეშვილი და ლუკა მეგრელიშვილი. მოხალისეებად კი მარიამ ბოლქვაძე და მაია კაკაბაძე არიან.