ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის დროს დაფინანსება არ უნდა შემცირდეს, ახლა ამის დრო არ არის – ამის შესახებ ინფორმაციას ,,independent“-ი ავრცელებს.
“ჩვენ ახლა პანდემიის მწვავე ფაზაში ვართ. ახლა არ არის დრო დაფინანსების შემცირებისთვის,“ – განაცხადა ჯანმო-ს ევროპის რეგიონალური დირექტორმა, ჰანს კლუგემ.
მისი თქმით, პეკინთან მუშაობა მნიშნელოვანია, რადგან ეპიდემიის ცენტრი იქ არის.
,,სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, ბატონმა ტრამპმა, WHO დაადანაშაულა კორონავირუსული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში, რაც არასწორია.
პეკინთან, ჩვენი მუშაობა მნიშვნელოვანია, მდგომარეობის გაგების ფორმირებაში, რადგან ეპიდეემის აფეთქების ცენტირი ჩინეთია“ – აცხადებს ჰანს კლუგი
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა 7 აპრილს სოციალუ ქსელში ,,ტვიტერში“ , ,,ჯანმო“ მხოლოდ ჩინეთის დახმარებისთვის გააკრიტიკა.
თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე კი განაცხადა, რომ შეისწავლის ჯანდაცის საერთაშორისოს ორგანიზაციისთვის დაფინანსების შემცირების საკითხს, რადგან ,,ჯანმო“ ეხმარება მხოლოდ ჩინეთს, როცა ძირითადად აშშ-ს ბიუჯეტიდან ფინანსდება.