თბილისში, 9 აპრილის მემორიალთან მივიდა ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
„დღეს, პირველ რიგში, არის ეროვნული ტკივილის დღე. პატივი უნდა მივაგოთ თითოეულ იმ ადამიანს, ვისი სისხლიც ამ ადგილას 1989 წლის 9 აპრილს აქ, ამ ადგილას დაიღვარა. მაგრამ, დღეს ასევე არის ეროვნული სიამაყის დღეც. იმიტომ, რომ ამ 9 აპრილმა მიგვიყვანა მეორე 9 აპრილამდე, როდესაც აღდგა საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა.
ეს არის გაკვეთილი, რომ ყველა გაჭირვების ჟამს ქართველებს უნდა შეგვეძლოს ერთად დადგომა, უნდა შეგვეძლოს ერთად ბრძოლა და როდესაც ქართველები ვიდგებით ერთად, აუცილებლად ვიქნებით წარმატებული და მივაღწევთ იმ მიზანს, რისთვისაც ვიბრძვით. დღეს არის ტკივილის დღე, მაგრამ დღეს ასევე არის სიამაყის და ჩვენი ერთიანობის მნიშვნელობის გააზრების დღე“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.