თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გამოთქვა მზაობა, სომხეთს სამედიცინო დახმარება გაუწიოს კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე ხელი შეუწყოს სომხეთის მოქალაქეებს, რომელთაც სურთ თურქეთიდან სამშობლოში დაბრუნება. ამის შესახებ ერდოღანმა კონსტანტინოპოლის სომხეთის ეპარქიის პატრიარქთან, მთავარეპისკოპოს სააკ მაშალიანთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა – ინფორმაციას რადიო თავისუფლების რუსული ბიურო ავრცელებს.
სომხეთის კონსტანტინეპოლის ეპარქიის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სომხეთის საპატრიარქოს და სომხურ ფონდებს კორონავირუსთან საბრძოლველად მის მიერ შექმნილ ფონდში თანხების მოზიდვის კამპანიაში მონაწილეობისთვის.
როგორც მედია წერს, კონსტანტინოპოლის სომხეთის საპატრიარქომ და სომხეთის ფონდების კავშირმა, მთლიანობაში, 600 ათასი თურქული ლირა (დაახლოებით, 88 ათასი აშშ დოლარი) შესაწირი გაიღეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.