დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი, .პროფესორი ზურა მირიანაშვილი გარდაიცვალა , _ ამის შესახებ მეგობრისა და სამედიცინო გუნდის წევრის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას პაატა იმნაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენი გუნდის ერთი გამორჩეული კაცის გულმა ვეღარ გაუძლო ამდენი ვირუსის შემოტევას, ზურა მირიანაშვილი – ძალიან მაგარი კაცი, პროფესიონალი და ყველაზე მაგარი “მოღადავე” ჩვენს ცენტრში, სულ გვეშინოდა ზურას „სამიზნე“ არ გავმხდარიყავით.
ნათელში იყავი, ნათელო და მხიარულო კაცო. თამუნა, არც ვიცი, რა გითხრა და რით განუგეშო“. – წერს პაატა იმნაძე.