ფოთის ჰოსპიტალში, ცხელების ცენტრში ორი ლანჩხუთელია მოთავსებული. მათ ცხელება აღენიშნებათ.
,,დღეს ავუღეთ ორ პაციენტს COVID-19-ზე ანალიზი და გაიგზავნა ლაბორატორიაში. ისინი ცხელების ცენტრში გვიან ღამით ლანჩხუთიდან შემოიყვანეს. ორივე ქალბატონია, ცხელება აქვთ მხოლოდ, დანარჩენი სიმპტომატიკა არ აღენიშნებათ, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით, რადგან ერთ-ერთი არის ასაკოვანი და ქრონიკული დაავადებები აქვს, ხოლო მეორე ისეთ ადგილას მუშაობდა,სადაც კონტაქტი ჰქონდა ბევრ ადამიანთან, ჩავთვალეთ საჭიროდ, შეგვემოწმებინა. ასევე, ახალი ამბავი გვაქვს ის, რომ თვითიზოლაციაზე ავიყვანეთ ტრაილერის მძღოლები, ამ რეჟიმში, ბოლო მონაცემებით, 24 პირი იმყოფება, ხოლო კარანტინიდან შვიდი მოიხსნა და დარჩა ორი ადამიანი“,_ განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.