იტალიის ქალაქ ფლორენციაში სამართალდამცავებმა, კარანტინის რეჟიმის დამრღვევი პირი გააჩერეს, რომელიც ბოლონიადან ველოსიპედით მგზავრობდა, როდესაც პოლიციამ მამაკაცს ახსნა-განმარტება მოსთხოვა, თუ რატომ არღვევს კარანტინის რეჟიმს, მან განუცხადა, რომ სახლში ცოლ-შვილთან დარჩენას ჯარიმა ურჩევნია. ამის შესახებ ინფორმაციას ,,LA RAPUBBLICA” ავრცელებს.
სამართალდამცავებმა მამაკაცს განუცხადეს, რომ ვერაფრით დაეხმარებოდენ და ჯარიმა გამოუწერეს და სახლში დაბრუნებისკენ მოუწოდეს.
,,მე გავიქეცი, რადგან აღარ შემეძლო კამათი მეუღლესთან და ქალიშვილთან, ჯარიმა უკეთესია, ვიდრე სახლში წასვლა“, – განაცხადა მამაკაცმა.
გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა, აღნიშნული პიროვნება ბოლონიის პიზოლოტოს მხარეს ცხოვრობს, მან რამდენიმე კილომეტრი იმოგზაურა ბოლონიის გავლით და ქალაქ გარეთ გაემგზავრა.
იტალიაში კარანტინის პერიოდის განმავლობაში, რეჟიმის დარღვევის 250 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.