„ვიცით, რომ COVID-19 ვირუსი 10- ჯერ უფრო მომაკვდინელებელია, ვიდრე 2009 წელს გავრცელებული ღორის გრიპი“, _ ამის შესახებ ჟენევაში გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ,,FRANCE24” წერს.
,,ორგანიზცია მუდმივად სწავლობს მსოფლიოში არსებულ ახალ ვირუსს, რომელმაც 115 000-მდე ადამიანი შეიწირა და 1.8 მილიონზე მეტი დააინფიცირა.
ვიცით, რომ COVID-19 სწრაფად ვრცელდება და სასიკვდილოა, 10-ჯერ უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე 2009 წლის ,,ღორის გრიპი“ ანუ H1N1-ის გრიპის პანდემია, რომელმაც ლანცეტის სამედიცინო მონაცემებით, 151 700-დან 575 400 ადამიანი დააზარალა,“ _ განაცხადა ადანომ.
მისივე თქმით, საკონტროლო ზომების მოხსნა, მაშინაა შესაძლებელი თუ სწორი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზომები იქნება, რადგან ვაქცინის შექმნა 12-18 თვეში იქნება შესაძლებელი.
,,COVID-19-ის გავრცელების სიჩქარე უფრო სწრაფია, ვიდრე გამოსავალი. საკონტროლო ზომების მოხსნა უნდა მოხდეს ნელა და კონტროლით. საკონტროლო ზომების გაუქმება შესაძლებელია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სწორი საზოგადოებრივი ჯანმრთელბის ზომები დაწესდება, მათ შორის, კონტაქტის კვალიფიკაციის მნიშვნელოვანი შესაძლებლობების ჩათვლით. უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის შემუშავებას 12-18 თვემდე დაჭირდება,“ _ განაცხადა ადანომ.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.