საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით საქართველოს 4 დიდი ქალაქი ხვალ, 21 საათიდან ჩაიკეტება.
„ყველანი შევთანხმდით, რომ კოვიდ 19 გლობალური გამოწვევაა.
გვაქვს პირველი შემთხვევა როცა 1 დღეში გვყავს 30 ინფიცირებული. გადავედით ქვეყანაში სრული შიდა გავრცელების ეტაპზე. მადლობა უნდა ვუთხრათ ეპიდემიოლოგებს, მეცნიერებს ექიმებს, მაგრამ ზუსტად ვერავინ გვეუბნება კრიზისის, გავრცელების პიკი როდის მოხდება.
დღეს მინდა გაცნობოთ, რომ ხვალ 15 აპრილის 21 საათიდან აიკრძალება 10 დღით შესვლა და გამოსვლა 4 დიდ ქალაქში: ბათუმში, თბილისში, ქუთაისში და რუსთავში.
უახლოეს დღეებში მივმართავთ პრეზიდენტს, რომ ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე უნდა გაგრძელდეს და ამ თხოვნით მიმართოს პარლამენტს“,_ აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა, ბრიფინგზე გააკეთა.