ჩვენ მივიღეთ გადაწვეტილება, რომ არ დაირღვეს კანონი და არ დაიხუროს ეკლესიები და დაცული იყოს სოციალური დისტანცია. ერთობლივი გადაწყვეტილებით, დიდ ტაძრებში 2-მეტრიანი დისტანცია უნდა იყოს დაცული, მცირე ზომის ეკლესიებში კი მხოლოდ მოძღვრები და ეკლესიის მსახურები იქნებიან- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა განაცხადა.
ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ყველა ეკლესიასთან მობილიზებული იქნება პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც ადგილზე უზრუნველყოფენ კომენდანტის საათით გათვალისწინებული ნორმებისა და სოციალური დისტანციის განუხრელ დაცვას.
ამის შესახებ განცხადება გააკეთა საპატრიარქომაც. ანდრია ჯაღმაიძის თქმით, აღდგომის დღესასწაულზე მრევლი ტაძარში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და დილის 6 საათზე გამოვა.
„გათვალისწინებული იქნება სახელმწიფოს ყველა ის მითითება რაც ჯანდაცვის შესაბამისმა სამსახურებმა მოგვაწოდეს. ჩვენ გადავწყვიტეთ რომ სააღდგომო მსახურების დროს, მრევლი ტაძარში მივიდეს ცხრა საათამდე და გამოვიდეს დილის ექვს საათზე“, _ განაცხადა ჯაღმაიძემ