ამ დროისთვის ქუთაისი ჩაკეტილია, შემცირებულია ქალაქის მიმართულებით ავტომანქანების გადაადგილება. მოძრაობენ მხოლოდ სადისტრიბუციო ავტომობილები და იმ სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომლები, რომლებიც ქუთაისში არ ცხოვრობენ.
ქალაქში 9 ძირითადი ბლოკ-პოსტი მოქმედებს, 9 საგუშაგოა განლაგებული მეორეხარისხოვან გზებზე. ასევე ორმხრივად გახსნილია ქუთაისის შემოვლითი ავტომაგისტრალი, რომელზეც მოძრაობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მხოლოდ ცალმხრივად იყო შესაძლებელი, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კი დღეიდან სატრანსპორტო საშუალებები ორმხრივად იმოძრავებენ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 15 აპრილის 21:00 საათიდან თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი 10 დღით დაიკეტა.