პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ “თუ ასე გაგრძელდება “ღლიცინი”, რასაც ქვეყნის მოსახელობის უმეტესობა აკეთებს, ვერ აუვლენ ამდენს ქართველი ექიმები და არ ეყოფათ რესურსი.
მისი თქმით, ის, რაც იტალიაში ხდება, გამოიწვია ღლიცინმა.
„მსოფლიოს ნებისმიერი წამყვანი ქვეყანა, სადაც ბუმბერაზი სამედიცინო დაწესებულებები აქვთ, ვერ გაუმკლავდნენ ვირუსს უპასუხისმგებლო ადამიანების გამო. ბატონმა პაატა იმნაძემ რატომ თქვა, იცით? უპასუხისმგებლო ადამიანების გამო. იტალიაში რაც ხდება, გამოიწვია ღლიცინმა, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან.
რადგანაც დავიჭირეთ, მხოლოდ სამი მიცვალებული გვყავს ამ ეტაპამდე, ჩვენი უპასუხისმგებლობის გამო, ნუ გავაკეთებთ, რომ ნულები მივუმატოთ. ჩვენც ნუ დაგვხოცავთ“, – განაცხადა ლევან რატიანმა.