ფოთის ცხელების ცენტრში 23 წლის მამაკაცი ლანჩხუთიდან შეიყვანეს. მას უკვე ჩაუტარდა ტესტი კორონავირუსზე, რომლის პასუხი გვიან ღამით გახდება ცნობილი. უკვე ცნობილია ორი ადამიანის პასუხი, რომლებიც ასევე ლანჩხუთიდან გადაიყვანეს ფოთში სასწრაფო დახმარების მანქანით. მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 336 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 74, გარდაცვლილი – 3, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5000 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი _ 494, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.